среда, 17 июня 2015 г.

კურსის რეფლექსია

24 მაისს დავიწყეთ ინტელის საგანმანათლებლო კურსი პროექტებით სწავლება ისტ- ის ტექნოლოგიების გამოყენებით. ამ მეთოდის სწავლებით ჩემს მოსწავლეებს განუვითარდებათ მაღალი დონის სააზროვნო უნარები, გაიზრდება მათი ჩართულობა სასწავლო პროცესში და დაეხმარება მათ სასწავლო სტანდარტის მიღწევასა (ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგზე გასვლაში) და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში.
შევქმენით ჩვენი საქაღალდე თითოეული მოდულის მასალის შესანახად. გავეცანით პორტფოლიოს რუბრიკას. ცხრა დღის განმავლობაში ნაბიჯ-ნაბიჯ ვმუშაობდით პორტფოლიოს წარმოებაზე. ტრენინგის პარალელურად მქონდა დაგეგმილი კლასში პროექტი ,,მხატვარ-დეკორატორი" , რომელსაც ბავშვებთან ერთად ვაკეთებდით ნაბი-ნაბიჯ. მუშაობა ძალზე ნაყოფიერი აღმოჩნდა. დიდი მადლობა ნათიას ასეთი ნაყოფიერი მუშაობისთვის.

воскресенье, 14 июня 2015 г.

მერვე დღე

განვიხილეთ სასწავლო პროექტის გეგმა. ვისაუბრეთ დიფერენცირებულ სწავლებაზე და ჩავწერეთ შესაბამისი მითითებები ჩვენს გეგმაში. ვისაუბრეთ ფასილიტაციაზე. შევქმენით ჩვენი კლასის მოსწავლეთა ჯგუფები. გავეცანით აქტივობებს მოსწავლეთა დასაწყვილებლად. 

суббота, 13 июня 2015 г.

მეშვიდე დღე

განვიხილეთა მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომები, ვიმუშავეთ შეფასების სტრატეგიებზე, შევავსეთ გაკვეთილზე გამოყენებული თვითშეფასების რეფლექსია, შევადგინეთ დაკვირვების ჟურნალი

воскресенье, 7 июня 2015 г.

მე-6 დღე

პროექტებით სწავლება მნივნელოვანია მოწავლეებ განუვითარო 21-ე საუკუნის უნარები , ბლუმი მაღალი სააზროვნო უნარები. ყველაზე კარგად ეს მოწავლის ნარომებიში ჩანს . ვინაიდან მხშირად მოწავლეებს უჭირ მდუმარე დამთვალიერებლის როლიდან გადასვლა  აქტიურ ქმედებებზე მასწავლებელმა უნდა შეარჩიო შესაბამისი აქტოვობები   და თავის თავზე გამოცადოს ის პრობლემები რასაც ეაძლებელი ბავშვი წააწყდეს. ამიტომაც შევქმენი მოსწავლი სავარაუდო ნაშრომები რაც ერთგვარი გამოწვევაა მოსწავლისა და მასწავლებლისათვს.

суббота, 6 июня 2015 г.

განვიხილეთ პროექტის გეგმები,გავარჩიეთ  უკუკავშირის სახეები, ვისწავლეთ, როგორ დავიცვათ  საავტორო უფლებები. ჩამოვტვირთეთ ინტერნეტ-რესურსები და შევინახეთ ჩვენს საქაღალდეში.

воскресенье, 31 мая 2015 г.

მეოთხე დღე

ვისაუბრეთ შეფასების სტრატეგიებზე.ვიმუშავეთ შეფასების მეთოდებსა და მიზნებზე.შევქმენით მოსწავლეთა საწიროებების გამოსავლენი ინსტრუმენტი.შევქმენით სასწავლო პროექტის პრეზენტაციის შაბლონი.ვისწავლეთ ფაილის ინტეგრირება.ძალიან ნაყოფიერი და შრომატევადი დღე იყო.

суббота, 30 мая 2015 г.

3 დღე

დღევანდელი დღე

2 დღე

პროექტებით სწავლება ხელს შეუწყობს ჩემს მოსწავლეებს განუვითაროს სააზროვნო უნარები და გაზარდოს მათი  ჩართულობა სასწავლო პროცესში. ვიმუშავეთ viewer-ის სისტემაში. გავხსენით საქაღალდე და ქვესაქაღალდეები, რაც დაგვეხმარება იმ მასალების თავმოყრაში